გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა ხუბუა: ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნაცსექტის  აჟიოტაჟს რომ ვუყურებ, თვალწინ მიცოცხლდება სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი ვანდალიზმის კადრები, როცა ადამიანებს წლების ნაშრომ-ნაწვალები კერძო საკუთრება დაუნგრიეს და საარსებო წყარო გადაუკეტეს

15-07-2026

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მერიამ „რიყის დოქების“ დემონტაჟის ნებართვა გასცა, ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება და ამბობს, რომ თვალწინ უდგება სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი ვანდალიზმის კადრები.


მისივე თქმით, უტიფრობის აპოთეოზია, როცა აჭარაში, ფერიას მთაზე, მშენებარე სამონასტრო კომპლექსის დამანგრეველი და გლდანში ტაძრის კარების სატვირთო მანქანით შემლეწავი რეჟიმის წარმომადგენლები სააკაშვილის მიერ სოფო ნიჟარაძისათვის ბიუჯეტის მილიონებით აშენებული უფუნქციო ნაგებობის დემონტაჟზე მოთქვამენ.


„ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნაცსექტის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს რომ ვუყურებ, თვალწინ მიცოცხლდება სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი ვანდალიზმის კადრები, როცა იმავე რიყეზე არსებულ რესტორნებს ბულდოზერები მიაყენეს და ადამიანებს, მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს, წლების ნაშრომ-ნაწვალები კერძო საკუთრება დაუნგრიეს და საარსებო წყარო გადაუკეტეს. საერთოდ, უტიფრობის აპოთეოზია, როცა აჭარაში, ფერიას მთაზე, მშენებარე სამონასტრო კომპლექსის დამანგრეველი და გლდანში ტაძრის კარების სატვირთო მანქანით შემლეწავი რეჟიმის წარმომადგენლები სააკაშვილის მიერ სოფო ნიჟარაძისათვის ბიუჯეტის მილიონებით აშენებული უფუნქციო ნაგებობის დემონტაჟზე მოთქვამენ“,- წერს ხუბუა X-ზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031