გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„საქართველოს მელიორაციის“ კომერციული დირექტორი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რწყვის პროცესს გაეცნო

16-07-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ კომერციული დირექტორი მამელი ქობალია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასა და ფერმერებს შეხვდა. გაეცნორწყვის პროცესს და ფერმერებისგან უშუალოდ მოისმინა ინფორმაცია სარწყავ სეზონთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ.


შეხვედრაზე მხარეებმა  თანამედროვე სარწყავი ტექნოლოგიების უპირატესობებზე ისაუბრეს.აღინიშნა, რომ წვეთოვანი მორწყვის სისტემა განსაკუთრებით ეფექტიანია  ხეხილის ბაღების, ვენახებისა და სათბურებისთვის. ამ შემთხვევაში წყალი პირდაპირ მცენარის ფესვთა სისტემას მიეწოდება, რაც წყლის რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და მორწყვის ეფექტიანობის ზრდას უზრუნველყოფს.


მამელი ქობალიამ წყალმომხმარებლებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია კომპანიის ცხელი ხაზის ფუნქციონირების შესახებ. მისი  საშუალებით ფერმერებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლიათ დააფიქსირონ მნიშვნელოვანი საკითხები, რის საფუძველზეც კომპანია შესაბამის რეაგირებას უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს.


აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ფერმერებთან პირდაპირი კომუნიკაციის გაძლიერებას, მათი საჭიროებების უკეთ გაცნობას და თანამედროვე, წყლის დამზოგავი ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31