გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
The Financial Times: საბერძნეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს ეწინააღმდეგება

16-07-2026

საბერძნეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ, 21-ე სანქციების პაკეტს ეწინააღმდეგება. The Financial Times-ი წერს, რომ ათენის უკმაყოფილება რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მესამე ქვეყნებში გადაზიდვის აკრძალვამ გამოიწვია.


გამოცემის ცნობით, ამ ნაბიჯით ათენი ცდილობს დაიცვას ბერძნული გადაზიდვების კომპანია Dynagas, რომელიც მაგნატ ჯორჯ პროკოპიუს ეკუთვნის. საბერძნეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში კოლეგებს პირდაპირ განუცხადა, რომ შემოთავაზებული სანქციები კომპანიას „გაანადგურებდა“.


Dynagas ამჟამად თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდ 27 ტანკერს მართავს, მათ შორის, ყინულმჭრელი კლასის Arc7-ის ტიპის ტანკერებს, რომლებიც არქტიკაში, „იამალის“ თხევადი ბუნებრივი აირის ქარხნის მახლობლად ექსპლუატაციისთვისაა განკუთვნილი.


როგორც საერთაშორისო მედიასაშუალებები მანამდეც იტყობინებოდნენ, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ტრანზიტის შეზღუდვა ახალი სანქციების პაკეტის გარშემო გამართული მოლაპარაკებების ყველაზე რთულ და სადავო საკითხად რჩება. ვინაიდან სანქციების დასამტკიცებლად ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო, საბერძნეთის პოზიციამ მთელი პროცესი ჩიხში შეიყვანა.


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ შეთანხმება ვერ შედგა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031