გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

16-07-2026

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის Wine21.com ორგანიზებით, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში გაიმართა.


სეულში გამართული ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ დეგუსტაციას და მასატერკლასს სახელწოდებით The Birthplace of Wine. მოწვეულ სტუმარს შორის, მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ.


ღონისძიებას კორეელი ღვინის მწერალი სანგმი კიმი უძღვებოდა, რომელმაც სტუმრებს ქართული ღვინის კულტურის, ისტორიისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.


აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა კამპანიის „ქართული ღვინის თვე“ ფარგლებში, რომელიც მოიცავდა ქართული ღვინის დეგუსტაციებს ქალაქ სეულში.


აზიის რეგიონში, კორეის რესპუბლიკა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება. კორეის რესპუბლიკაში მსგავსი ფორმატის ღონისძიება მეხუთედ ჩატარდა.


სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Wine21.com, კორეის რესპუბლიკაში ღვინის ყველაზე მსხვილი ონლაინ პორტალია, რომელიც შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს ამომწურავ ინფორმაციას კორეის ბაზარზე არსებული ღვინოების შესახებ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31