გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ ჩალიგავა: ცხოველთა მართვის პროგრამა საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება - გავრცელებული ინფორმაცია დარღვევების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

16-07-2026

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა გეგმის შესაბამისად, ორი მიმართულებით მიმდინარეობს და მოიცავს როგორც მიუსაფარი, ასევე პატრონიანი ძაღლებისთვის ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარებას. პროგრამის ფარგლებში, მიუსაფარ/მიკედლებულ ძაღლებს უტარდებათ სტერილიზაცია/კასტრაცია, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, დიაგნოსტიკურ კვლევები. ხოლო პატრონიანი ძაღლების შემთხვევაში გათვალისწინებულია ძუ ძაღლების სტერილიზაცია, იდენტიფიკაცია (მიკროჩიპების გამოყენებით) და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია.


სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თენგიზ ჩალიგავას განცხადებით, სააგენტოს ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის საწყის ეტაპზევე ჩართული ჰყავდა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ექსპერტი, რომელსაც ცხოველთა ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის სფეროში ოცწლიანი გამოცდილება აქვს. „პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში მისი რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული. რაც ნიშნავს, რომ პროგრამა ხორციელდება შემდეგი პრინციპით: დაიჭირე, აცერი, ჩაუტარე კასტრაცია, დააბრუნე საწყის ტერიტორიაზე. ეს არის აპრობირებული მეთოდი, რომელიც არის თანამედროვე და აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი აღნიშნულ ღონისძიებებს საერთაშორისო წესების დარღვევით ახორციელებს, სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930