გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქარელში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

17-07-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს ,,ფაჩუჩა" (მის: ქარელის რაიონი, სოფელი რუისი) შეამოწმეს.


ინსპექტირებისას სასაკლაოზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სავალდებულო აღიარების გარეშე, რის გამოც შპს „ფაჩუჩას" შეუჩერდა საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად.


სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930