გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია საგარეოს ყოფილ თანამშრომელზე: სხვებთან ერთად ჩაბუდებული იყო სამინისტროში, უწყების გამწმენდ მინისტრ ბოჭორიშვილს, უმაღლესი ტრიბუნის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას და სიმართლის გაჟღერებას უწუნებს

17-07-2026

ეს დედალი აკაცუკი, რომელიც სხვებთან ერთად ჩაბუდებული იყო ცვლილებებამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში, უწყების ამგვარი ბიომასებისგან გამწმენდ მინისტრ ბოჭორიშვილს, ქვეყნის სასიკეთოდ, უმაღლესი ტრიბუნის გამოყენებას და ამ ტრიბუნიდან სიმართლის გაჟღერებას უწუნებს, - წერს გიორგი გამსახურდია და საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, მარიამ მაისაიას პოსტს აქვეყნებს, რომელშიც უწყების ხელმძღვანელის მაკა ბოჭორიშვილის აშშ-ში გამოსვლაა გაკრიტიკებული.


გამსახურდიას თქმით, ვინც თავის დროზე ხელი მოაწერა საჯარო მოსამსახურეების ნაწილის მიერ შემუშავებულ განცხადებას და ჯერ კიდევ საგარეო უწყებაში მუშაობენ, სწორედ მაისაიას გზას უნდა დაადგნენ, ვინაიდან, მისივე ინფორმაციით, ზოგიერთს დაწინაურების პრეტენზიებიც კი გაუჩნდა.


„[მაისაია] აქვე აღნიშნავს თურმე, რომ სირცხვილი ყოფილა თანამშრომლების მხრიდან, სამინისტროს და მინისტრის პოსტების დალაიქება, ხოლო მათი მხრიდან, მათ სამინისტროდან წათრევამდე, ფორმულას, ტვ პირველის და სხვა მედიაზონდერების დალაიქება კიდევ, ღირსების საკითხი.


ასეა, არ იქნება ამათი გამოსწორება, ვინც ხელი მოაწერა, აი ამ ინდივიდის გზას უნდა დაადგნენ ისინიც, ვინც დარჩნენ, თორემ როგორც ხმები მომდის, დაწინაურების პრეტენზიებიც კი გაუჩნდათ ზოგიერთებს. მაკას კიდევ, ყოჩაღ და გაძლება, ასეთი მინისტრი მე მაგ უწყებაში ნამდვილად არ მახსოვს და სწორედ ესეც არის ნაც-აკაცუკების აგრესიის მიზეზიც მის მიმართ“, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031