გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

19-12-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფეიქრების, ილია ვეკუას, ხიზამბავრის და ხიზამბარლის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე კი აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), გვირილების და ალექსიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ოქროყანის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი შინდისის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), აკაკი ბელიაშვილის, ლუბლიანას და მეფე არჩილის ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი-3 დასახლების III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს შეეხება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30