გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საბა ბუაძე: ამ ქალაქს სჭირდება მიუსაფარი ცხოველებისგან თავისუფალი გარემო, სადაც ყველა უბანში დაავადებული ძაღლების ხროვა არ დადის

19-07-2026

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საბა ბუაძე „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემაში „დღის ამბები“ საუბრობს, რომ ქალაქს სჭირდება მიუსაფარი ცხოველებისგან თავისუფალი გარემო.


აქვე, ბუაძე განმარტავს, რომ ეს ცხოველები კი არ უნდა გაწყვიტონ, არამედ იმას გულისხმობს, რომ პოპულაციის მართვა არის საჭირო და ზრუნვაზე დაფუძნებული მიდგომა, რომ მიუსაფარი ცხოველები აღარ იყვნენ.


„ამ ქალაქს სჭირდება მიუსაფარი ცხოველებისგან თავისუფალი გარემო, სადაც ყველა უბანში და ყველა ფეხის ნაბიჯზე ძაღლების აი ასეთი უზარმაზარი, მიუსაფარი, დაავადებული ძაღლების ხროვები არ დადის, რომ შეხედავ გული რომ მოგიკვდება..მე ახლა გამოვედი... მე საკამათოდ არ ვამბობ. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ცხოველები უნდა გავწყვიტოთ. ჩვენ პოპულაციის მართვა გვჭირდება და გვჭირდება ზრუნვაზე დაფუძნებული მიდგომა, რომ მიუსაფარი ცხოველები აღარ გვყავდეს და ყველა ფეხის ნაბიჯზე არ ვუყურებდეთ ამ კატასტროფას, იმიტომ რომ მე და თქვენ გული შეგვტკივა ამ ცხოველებზე და ბევრად უფრო მეტი არის ისეთი ადამიანი, ვისაც ეშინია უბრალოდ. ვისაც ჰყავს თავისი შინაური ბინადარი ცხოველი და ვერ ასეირნებს იმიტომ, რომ შეიძლება დაგლიჯოს ქუჩის ძაღლმა. უბრალოდ ადამიანი ქუჩაში ვერ გადაადგილდება იმიტომ, რომ ღამე ეშინია, რომ აი ეს ქუჩის ცხოველები ყეფენ, შეიძლება ვიღაცას დაკბენის ფაქტი იყოს და უამრავი პრობლემა არის“, - განაცხადა ბუაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930