გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე ოპოზიციური მედიის მიერ ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: საკათედროს მიმდებარედ საცობები და პოლიცია შაბათობით ჩვეულებრივი ამბავია, პოლიტიკურ დღის წესრიგში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებებია

19-07-2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა ბერა ივანიშვილის გამო იყო გადაკეტილი, სოციალურ ქსელში ეხმიანება.


ანანიძის შეფასებით, პოლიტიკურ დღის წესრიგშია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებები.


„საკათედროს მიმდებარედ საცობები და პოლიცია შაბათობით ჩვეულებრივი ამბავია. პოლიტიკური დღის წესრიგი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებებია. რეალობა კი ისაა, რომ მსგავსი სცენარები საზოგადოებისთვის დიდი ხანია არადამაჯერებელია“, - წერს ანანიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031