გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა ხუბუა: არ არის გასაკვირი, რომ იქ, სადაც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტიქართველისა და ქართველთმოძულის, კახა ბენდუქიძის შვილია, ნოდარ დუმბაძესაც შეაგინებენ და შებილწავენ ყველაფერს, რაც ქართული სულიერებისა და კულტურისათვის ფასეულია

19-07-2026

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფას ეხმიანება და აცხადებს, რომ 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ანტიქართველისა და ქართველთმოძულე შვილის ვიდეოდან ქართველი მწერლის შეგინება და ქართული სულიერებისა თუ კულტურისათვის ფასეული საკითხების შებილწვა, გასაკვირი საერთოდ არ არის.


ხუბუას თქმით, ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ ინდოქტრინაციას ახდენენ და რა „შხამით ჭყიპავენ“ ქართველ ახალგაზრდებს ბენდუქიძის შვილის უნივერსიტეტებში.


„საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ იქ, სადაც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტიქართველისა და ქართველთმოძულის - კახა ბენდუქიძის შვილია, ნოდარ დუმბაძესაც შეაგინებენ და შერყვნიან და შებილწავენ საერთოდ ყველაფერს, რაც ქართული სულიერებისა და კულტურისათვის ფასეულია, რაც ქართველი კაცის ეროვნულ დვრიტას ქმნის და მისი იდენტობის ნაწილს წარმოადგენს. ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო ადვილი წარმოსადგენია, რა იდეოლოგიას კულტივირებენ, როგორ ინდოქტრინაციას ახდენენ და რა შხამითა და ბალღამით ჭყიპავენ ქართველი ახალგაზრდების სულსა და გონებას თავის დროზე - კახა ბენდუქიძის, ახლა კი მისი რუსეთში დაბადებული და გაზრდილი ქალიშვილის მფლობელობაში არსებულ უნივერსიტეტებში. ქართული უმაღლესი განათლების სისტემაში დღემდე ანასტასია ბენდუქიძის მამის აჩრდილი რომ დაძრწის, სწორედ ეს არის დიდი უბედურება“, - წერს ჯაბა ხუბუა X-ზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031