გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2026 წლის მეორე კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,101.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო

20-07-2026

2026 წლის II კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან  1,101.8  მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით ნაკლებია. ჯამურად პირველ ორ კვარტალში ქვეყანამ 1,931.7 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

  

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის II კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 17.7%-ით განისაზღვრა და 194.9 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.1%-ია.

 

სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან მიღებული შემოსავლები, წლიურად 10.3%, 49.8%, 5.6%-ით და, შესაბამისად, 59.5, 53.7, 39.9 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, შემცირებულია ისრაელიდან და ირანიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.0% და 65.1%-ით, შესაბამისად, 123.8 და 10.2 მლნ აშშ დოლარამდე.

 

საქართველოს შემოსავლები მოგზაურობიდან ქვეყნების ჭრილში 2026 წლის მეორე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:

ქვეყანა

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, მილიონი აშშ დოლარი

აზერბაიჯანი

59.5

ბელარუსი

23.4

თურქეთი

134.9

ირანი

10.2

ისრაელი

123.8

რუსეთი

182.8

საუდის არაბეთი

11.5

სომხეთი

39.9

უკრაინა

53.7

ევროკავშირი

194.9

დანარჩენი ქვეყნები

267.2

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930