გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებისთვის ერთთვიანი ლექცია-სემინარების კურსი გაიმართა

21-07-2026

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებისთვის გარემოსდაცვითი მიმართულებით ერთთვიანი ლექცია-სემინარების კურსი გაიმართა.


სასწავლო პროგრამის მიზანი იყო სტუდენტებისთვის თანამედროვე გარემოს დაცვის საკითხების გაცნობა, ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და პროფესიულ საქმიანობაში მდგრადი განვითარების პრინციპებისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის წარმოჩენა.


ლექცია-სემინარების ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ჰაერის დაბინძურების გამომწვევი მიზეზებისა და მისი გავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. პროგრამა ასევე მოიცავდა ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებს, საქართველოს წითელ ნუსხასა და წითელ წიგნში შეტანილი სახეობების მნიშვნელობასა და მათი დაცვის აუცილებლობას.


სასწავლო კურსი თეორიული ცოდნის პარალელურად პრაქტიკული უნარების განვითარებაზეც იყო ორიენტირებული, რაც სტუდენტებს მიღებული ცოდნის პროფესიულ საქმიანობაში გამოყენებაში დაეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის პრინციპებსა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამასა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს მომავალშიც განაგრძობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930