გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Wanderlust-ზე საქართველო ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

21-07-2026

დიდი ბრიტანეთის უმსხვილესმა და გავლენიანმა სამოგზაურო პლატფორმა Wanderlust Travel Media-მ ყოველწლიური დაჯილდოების — Wanderlust Reader Travel Awards 2026-ის შერჩეული ნომინანტების სია გამოავლინა.


ექსპერტთა შეფასებისა და სარედაქციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, საქართველო საპატიო ნომინაციაშია  „ევროპის ყველაზე სასურველი ქვეყანა“.

Wanderlust-ის მიერ შერჩეულ ვიწრო სიაში მხოლოდ ევროპის გამორჩეული და მიმზიდველი ტურისტული მიმართულებები მოხვდნენ, გამარჯვებულს კი უკვე მოგზაურები და მკითხველები გამოავლენენ.


 ხმის მიცემა Wanderlust-ის გვერდზე დაიწყო და 27 ოქტომბერს დასრულდება.


საქართველოს მხარდასაჭერად გთხოვთ, ეწვიოთ გამოცემის ვებ-გვერდს: https://www.wanderlustmagazine.com/about-us/our-awards/2026-reader-travel-awards-voting-form/


Wanderlust Reader Travel Awards დაჯილდოება 25-ე წელია ტარდება და დიდ ბრიტანეთში ყველაზე მასშტაბურ სამომხმარებლო გამოკითხვად ითვლება. წლევანდელ გამოკითხვაში 200,000-ზე მეტი მომხმარებელი მიიღებს მონაწილეობას.


Wanderlust სამოგზაურო ჟურნალს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავს დიდ ბრიტანეთში, მისი ტირაჟი 323,851 ეგზემპლარია, ხოლო ოფიციალურ გვერდზე 400 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031