გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული

21-07-2026

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური განრიგის მიხედვით, 2026 წლის 23 ივლისს ელჩების აკრედიტაციის ოფიციალური ცერემონია იგეგმება.


ღონისძიებაზე, სხვადასხვა ელჩს შორის ჩამონათვალში პირველია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია, რომელიც პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელებს ოფიციალურად გადასცემს.


აღნიშნული დიპლომატიური პროცედურის ჩანიშვნის პარალელურად, ყურადღებას იპყრობს მნიშვნელოვანი დეტალი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პორტალზე.


კერძოდ, უწყების ვებ-გვერდიდან წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული და ამ დროისთვის მის შესახებ ოფიციალური ცნობა აღარ იძებნება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31