გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩხოროწყუში ფრინველთა და ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

22-07-2026

სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირის ბ. შ. (მის: ჩხოროწყუ, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) ფრინველთა და ცხოველთა სასაკლაო. ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. შემოწმების პროცესში ჰიგიენური ნორმების დარღვევასთან ერთად, გამოვლინდა რომ ცხოველის და ფრინველის დაკვლა, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორციელდებოდა.


გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ფიზიკური პირი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.


სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს სურსათის მწარმოებლებს და რეალიზატორებს დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი უვნებლობის მოთხოვნები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930