გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ დავით კირკიტაძეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

20-12-2018

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, პარლამენტის ყოფილ დეპუტატსა და ყოფილ გუბერნატორს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.


"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ყოფილი დეპუტატი და ყოფილი გუბერნატორი, დავით კირკიტაძე სამართალდამცველებმა 17 დეკემბერს დააკავეს.

მას ბრალი 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი.


ინტერნეტსივრცეში და სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც დავით კირკიტაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ ფორმაში ჩაცმულ პოლიციელს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.


16 დეკემბრის აქციის დროს კანონდარღვევის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30