გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: რატომ გვიკვირს, რომ ამას ფუთავენ, როგორც გამოხატვის თავისუფლებას? ვახო სანაია პოლიტიკურ ველზე ჟურნალისტის მანტიით შემოსილი ერთ-ერთი ნაცაქტივისტია

23-07-2026

მთავარ სცენარში ის პუნქტი, სადაც წერია, რომ სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი საზოგადოების პოლარიზაციის, რა თქმა უნდა, მოვისმენთ ვახო სანაიასთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს [სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა], - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.


მისივე შეფასებით, ვახო სანაია პოლიტიკურ ველზე ჟურნალისტის მანტიით შემოსილი ერთ-ერთი ნაცაქტივისტია.


„რატომ გვიკვირს, რომ ამას ფუთავენ, როგორც გამოხატვის თავისუფლებას, რატომ გვიკვირს, ამას იტყვის ერთ-ერთი ნაცაქტივისტი, უბრალოდ ჟურნალისტის მანტიით მოვლენილი პოლიტიკურ ველზე, მისი მეგობრები და იმ დავალებების შემსრულებლები, რომლებსაც აძლევენ მათი პატრონები? რატომ გვიკვირს, არ უნდა გვიკვირდეს“, - აღნიშნა კირცხალიამ.


უმრავლესობის ლიდერის თქმით, გენერალური დავალება საზოგადოების მაქსიმალური პოლარიზაციაა.


„პარლამენტის შენობის დაწვა მათმა პატრონებმა სცადეს, რომ შეეფუთათ, როგორც გამოხატვის თავისუფლება. პოლიციელის დაწვა სცადეს, რომ შეეფუთათ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებად, პრეზიდენტის სასახლის აღება ასევე გამოხატვის თავისუფლებად [შეფუთეს]. ყველაზე დიდი თავხედობა, რაც გააკეთეს ბოლოს, სასამართლოს შენობის დაწვის მცდელობა, ამის გამართლებასაც კი შეეცადნენ. ერთი მთავარი, რაც იყო გაწერილი ამ სცენარებში, გენერალურ დავალებაში, არის მაქსიმალურად საზოგადოების დაყოფა, რომელსაც წლიდან წლამდე რაღაც დონეზე ახერხებდნენ ტყუილით, სიცრუით. როცა პირდაპირ ვხედავთ, რომ მთავარ სცენარში არის პუნქტი, სადაც წერია, რომ სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი საზოგადოების პოლარიზაციისა, რა თქმა უნდა, მოვისმენთ ვახო სანაიასთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031