გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო

23-07-2026

უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.


კირცხალიამ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და მას აუხსნელი თავდასხმები უწოდა.


„კარგად ვხედავდით სრულიად გაუგონარ, აუხსნელ თავდასხმებს აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან. ტრამპის პოლიტიკასთან გვაქვს ყველა პოლიტიკური ღირებულებაში თანხვედრა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, მედიების მიმართ. იცით, რომ აშშ-ს ბევრი საგარეო გამოწვევა აქვს, ამ ყველაფერთან ერთად ვისმენთ რიტორიკას სუვერენული პოლიტიკის გატარების შესახებ მსოფლიოში. უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო, თუ ამას მხარს დაუჭერს აშშ ჩვენ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან დავაბრუნოთ ის საყრდენი საქართველოში, რომელი საყრდენიც ყოველთვის იყო - ამერიკის შეერთებული შტატები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.


ირაკლი კირცხალიას მიაჩნია, რომ ის, რაც საქართველოს თავს ხდება წლების შემდეგ პოლიტოლოგიაში ერთ-ერთ ქეისად შევა.


„რაც ხდება ჩვენს თავს ალბათ წლები გავა და პოლიტოლოგიაში ერთ-ერთ ქეისად იქნება, თუ რას გაუძლო და რას უძლებს ჩვენი ქვეყანა უდიდესი ძალების მხრიდან“, - აღნიშნა კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930