გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა ხუბუა: ოქრიაშვილმა ნოდარ დუმბაძეს გამიზნულად აგინა, მწერლის სამჯერ ნაინფარქტალ გულზე აქცენტირებით; პასუხი, რაც ამ აკაცუკმა მიიღო, ცალსახად დასაგმობია, მაგრამ თავში ერთი-ორი წამოთაქება არ უნდა გაგიკვირდეს, როცა დიდებული ნაწარმოებების გარდაცვლილ ა

23-07-2026

„ვინმე ონისე ოქრიაშვილის ფრაზა „ნოდარ დუმბაძის გული მო...ან“ სულაც არ ყოფილა შემთხვევითი და „ჰიპოტეტური“, როგორც ამას თავად ეს აკაცუკი ოქრიაშვილი აცხადებს, მან ნოდარ დუმბაძეს სრულიად შეგნებულად და გამიზნულად აგინა“, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ძალადობრივი პასუხი, რაც „ლიბერალმა აკაცუკმა” ამის გამო მიიღო, ცალსახად დასაგმობია, მაგრამ გასაკვირი არ არის მას შემდეგ, რაც გარდაცვლილ მწერალს აგინებ.


„ქართველი ერის საყვარელი მწერალი ნოდარ დუმბაძე ადრეულ ასაკში - 57 წლისა გარდაიცვალა. მას გული ახალგაზრდობიდანვე აწუხებდა და სამჯერ დაემართა ინფარქტი. მწერლის გარდაცვალების მიზეზი სწორედ მესამე ინფარქტი გახდა. ასე რომ, ვინმე ონისე ოქრიაშვილის ფრაზა „ნოდარ დუმბაძის გული მო...ან“ სულაც არ ყოფილა შემთხვევითი და „ჰიპოტეტური“, როგორც ამას თავად ეს აკაცუკი ოქრიაშვილი აცხადებს, მან ნოდარ დუმბაძეს სრულიად შეგნებულად და გამიზნულად აგინა, სწორედ მწერლის სამჯერ ნაინფარქტალ გულზე აქცენტირებით. ძალადობრივი პასუხი, რაც ლიბერალმა აკაცუკმა ამის გამო მიიღო, ცალსახად დასაგმობია, მაგრამ თავში ერთი-ორი წამოთაქება არ უნდა გაგიკვირდეს, როცა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“, „თეთრი ბაირაღებისა“ და სხვა დიდებული ნაწარმოებების ავტორს, თანაც გარდაცვლილს, საჯაროდ აგინებ”, - წერს ხუბუა X-ზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31