გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ონისე ოქრიაშვილს ჰკითხა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინე, მეტი საგინებელი ვერავინ ნახე შე არაკაცო, ყველაფერი ქართული რატომ გეზიზღებათო

23-07-2026

ონისე ოქრიაშვილის თავდამსხმელის ადვოკატის ინფორმაციით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იცნო ოქრიაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პოდკასტში, ნოდარ დუმბაძეს შეურაცხყოფა მიაყენა.


„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გუშინ თვითონ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. აღიარებს დანაშაულს, თანამშრომლობს გამოძიებასთან. დაპირისპირება დაიწყო სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იცნო ონისე ოქრიაშვილი, ნოდარ დუმბაძეზე გაკეთებული კომენტარით. მან ჰკითხა ონისე ოქრიაშვილის, - შენ ის არ ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინე? მეტი საგინებელი ვერავინ ნახეო? მოკლედ რომ ვთქვათ, სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩემი კლიენტი უკვე დაკავებულია. ველოდებით ბრალის წარდგენას. ის თანამშრომლობს გამოძიებასთან და აღიარებს დანაშაულს“, - აცხადებს ადვოკატი შოთა მირველაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31