გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკონდიტრო საწარმოს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა

23-07-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შპს ,,თამპა" (მისამართი: ქსნის ქუჩა N12) არაგეგმურად შეამოწმეს.


ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ამავდროულად, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.


აღნიშნული დარღვევების გამო, ობიექტი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და რეგისტრაციამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.


სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით აწარმოონ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031