გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზერეკიძე სააკაშვილზე: ამ მანიაკის გამოისობით ბავშვობა გამიმწარეს, პრეზიდენტი კაცი გამოდიოდა და როგორც უკანასკნელ კრიმინალს, 14 წლის ბავშვს, ისე მომიხსენიებდა, ცხოვრება დამიმახინჯეს და ისევ მე მოვყავარ კრიმინალის მაგალითად - არაფერს არ ნანობენ

23-07-2026

„ამ მანიაკის გამოისობით ბავშვობა გამიმწარეს, სამაგალითოდ დამსაჯეს ჩემი შეცდომის გამო, კვირაში სამჯერ პრეზიდენტი კაცი გამოდიოდა და როგორც უკანასკნელ დამნაშავეს და კრიმინალს, 14 წლის ბავშვს, ისე მომიხსენიებდა, მთელი სისტემა ჩემს წინააღმდეგ იყო დაგეშილი, ცხოვრება დამიმახინჯეს“, - ამ სიტყვებით ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, სადაც მან ზერეკიძე მოიხსენია, როგორც - „ვერელი თინეიჯერი კრიმინალი“.


ზერეკიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არაფერს არ ნანობს და დაუფიქრებლად, იგივე უბედურებას დაატეხავს ერს, შანსი რომ მიეცეთ.


„ამ მანიაკის გამოისობით ბავშვობა გამიმწარეს, სამაგალითოდ დამსაჯეს ჩემი შეცდომის გამო, კვირაში სამჯერ პრეზიდენტი კაცი გამოდიოდა და როგორც უკანასკნელ დამნაშავეს და კრიმინალს, 14 წლის ბავშვს, ისე მომიხსენიებდა, მთელი სისტემა ჩემს წინააღმდეგ იყო დაგეშილი, ცხოვრება დამიმახინჯეს, მამაჩემი, რომელიც უდანაშაულოდ დაიჭირეს და ციხეში მოკლეს და ისევ მე მოვყავარ კრიმინალის მაგალითად. სწორედ, ამაზე ვწერდი წინა სტატუსში, რომ არაფერს არ ნანობენ და შანსი რომ მიეცეთ, ერთმანეთზე დაგვმარხავენ, გეგონება არ მეყო რაც გადამატანინეს, გეგონება ცოტა ხანი ვიჯექი ციხეში, გეგონება ის წამება და ტანჯვა რაც გამატარეს, არ იყოს საკმარისი… ზუსტად, ამიტომ მივუძღვნი მთელ დარჩენილ ცხოვრებას იმას, რომ „ნაცმა“ ვერ გაიხაროს, არ გაიხაროს და ამოიძირკვოს ბოლო „ნაცამდე“. შე არაკაცო და ფარჩაკო, შე არაჟნის კონტეინერით შემოძურწულო მანიაკო, შენ არ უნდა გეღირსოს არასდროს სუფთა ჰაერი, მანდ უნდა იყო შენი ბინძური, არაკაცური სიცოცხლის ბოლომდე, მე იმ კაცის დედას შევე@ი ვინც გიულიში შეყო და შენ გაგაკეთა, კაცმა რო არ იცის კიდე ვინ გაგაკეთა, ფუ შენი“, - წერს ზერეკიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031