გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია: ე.წ. პოლიტიკური პატიმარი კიკნაძე, ჩვენი დიდი ოჯახის უახლოეს ადამიანს, დიდ ნოდარ დუმბაძეს მამაჩემის მტრად მოიხსენიებს - ჩემზე კარგად იცის ანუ

23-07-2026

„ვინმე ე.წ. პოლიტიკური პატიმარი კიკნაძე, ჩვენი დიდი ოჯახის უახლოეს ადამიანს, დიდ ნოდარ დუმბაძეს მამაჩემის მტრად მოიხსენიებს, ჩემზე კარგად იცის ანუ“, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ეს ადამიანები სათავისო ისტორიას წერენ და გვერდოთ სწორედ პუტჩისტებს უდგანან. გამსახურდია იმასაც აღნიშნავს, რომ სააკაშვილს, გიორგი ზერეკიძე, რომლის წინააღმდეგ მისმა „ტირანიის მანქანამ“ სისასტიკე ჩაიდინა, ქვეყნის დამაქცევარი გამოჰყავს.


„ამძუვნებულ მიშას, გიორგი ზერეკიძე, მიშას ე.წ მართლმსაჯულების მსხვერპლი, კრიმინალი და ქვეყნის დამაქცევარი გამოჰყავს, რომლის წინააღმდეგაც, არნახული სისასტიკე ჩაიდინა მისმა ტირანიის მანქანამ. ხოლო ვინმე ე.წ. პოლიტიკური პატიმარი კიკნაძე, ჩვენი დიდი ოჯახის უახლოეს ადამიანს, დიდ ნოდარ დუმბაძეს მამაჩემის მტრად მოიხსენიებს (ჩემზე კარგად იცის ანუ). ესენი ახალ, სათავისო ისტორიას წერდნენ და წერენ ეს მაოხრებელი გზირები, როდიდან ვიძახი. ისა, რურუები, ჭანკოტაძეები, კიკაბიძეები, ბარამიძეები, ღოღობერიძეები, ნაირა გელაშვილები და სხვა „პუტჩისტები“ არ დაგეკარგოთ არსად. იქედნეს ნაშიერებო თქვენ“, - წერს გიორგი გამსახურდია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031