გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მღვდელი გიორგი ვაშალომიძე ოქრიაშვილის მიერ წმინდა იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფაზე: ვერ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლებად, როდესაც ადამიანი ცდილობს, გამოხატვის თავისუფლების საფარქვეშ შეურაცხყოს მეორე ადამიანის ღირებულებები და სიწმინდეები

24-07-2026

როდესაც ხდება საჯარო სივრცეში გამოხატვა შეურაცხყოფისა და როდესაც ეს შეურაცხყოფა ეხება ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სიწმინდეს, თავისთავად ცხადია, ეს ვერ აღიქმება ნორმალურ ფაქტად, - ამ სიტყვებით მღვდელი გიორგი ვაშალომიძე ონისე ოქრიაშვილის მიერ ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში წმინდა წინასწარმეტყველი იონას შეურაცხმყოფელი ფორმით მოხსენიებას ეხმაურება.


მღვდელ ვაშალომიძის განცხადებით, ერთი ადამიანის გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ მეორე ადამიანის გრძნობები შეურაცხყო გამოხატვის თავისუფლების საფარქვეშ.


„როდესაც ხდება საჯარო სივრცეში გამოხატვა შეურაცხყოფისა და როდესაც ეს შეურაცხყოფა ეხება ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სიწმინდეს, თავისთავად ცხადია, ეს ვერ აღიქმება ნორმალურ ფაქტად. მით უმეტეს, როდესაც საუბარია წმინდანებზე, წმინდა იონა წინასწარმეტყველზე, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველთაგანია და რომელსაც ვსასოებთ ჩვენ, სრულიად ეკლესიის მრევლი და თავისთავად ცხადია, ეს სამწუხარო ფაქტია და ყოვლად მიუღებელი. ერთის გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ მეორის გრძნობები შეურაცხყოს. ამ შემთხვევაში ეს ვერ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლებად, როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ გამოხატვის თავისუფლების საფარქვეშ შეურაცხყოს მეორე ადამიანის ღირებულებები და სიწმინდეები. სრული გულწრფელობით გვსურს, რომ ისინი დაფიქრდნენ უბრალოდ, კიდევ ერთხელ — არავინ არ ერევა მათ, როგორც უნდა, ისე იფიქრონ და ისედაც იფიქრებენ, მაგრამ დაფიქრდნენ იმაზე, თუ რაოდენ დიდ შეურაცხყოფას აყენებენ ამით საქართველოს მოსახლეობას“, - განაცხადა მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031