გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე ოქრიაშვილის მიერ წმინდა იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფაზე: ეკლესიაზე და სასულიერო პირებზე ქილიკი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის უბრალოდ „იუმორი“ არ არის - ეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა

24-07-2026

„ეკლესიაზე და სასულიერო პირებზე ქილიკი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის უბრალოდ „იუმორი“ არ არის - ეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა“, - ამ სიტყვებით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ონისე ოქრიაშვილის მიერ წმინდა იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და დეკანოზ საბა ჭიკაიძის სიტყვებს აზიარებს, რომლის თქმითაც „ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს“.


ანანიძის განცხადებით, თვალსაჩინოა, რომ გარკვეულ პირთაგან მსგავსი ქმედებები მიზანმიმართული გარე და შიდა შეტევების ნაწილია.


„ეკლესიაზე და სასულიერო პირებზე ქილიკი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის უბრალოდ „იუმორი“ არ არის - ეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა. თუმცა, თვალსაჩინოა, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართული გარე და შიდა შეტევების ნაწილია, რასაც ხშირად ევრორეზოლუციებიც ახლავს თან“, - წერს ანანიძე

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930