გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გელა მთივლიშვილი: ის, რაც ვახო სანაიას გაუკეთეს „ფეისბუქზე“ დაწერილი პოსტის გამო, რომ 14 დღით დააპატიმრეს, იმაზე უარესია, ვიდრე მე რომ ხელყუმბარა მესროლეს წინა ხელისუფლების პირობებში

25-07-2026

წინა ხელისუფლების პირობებში საკმაოდ მძიმე ტრავმები მაქვს გადატანილი, როგორც ჟურნალისტს, მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული საქმიანობის გამო, მათ შორის, სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ამბავზე, როცა ხელყუმბარა მესროლეს,- ამის შესახებ ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა.


მთივლიშვილის განცხადებით, ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა უარესია, ვიდრე ის, რომ მას წინა ხელისუფლების დროს ხელყუმბარა ესროლეს.


„წინა ხელისუფლების პირობებში საკმაოდ მძიმე ტრავმები მაქვს გადატანილი, როგორც ჟურნალისტს, მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული საქმიანობის გამო, მათ შორის, სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ამბავზე, როცა ხელყუმბარა მესროლეს, მითქვამს ეს რამდენჯერმე, ხომ? საცხოვრებელ სახლში. ის, რაც დღეს ვახო სანაიას გაუკეთეს „ფეისბუქზე“ დაწერილი პოსტის გამო, რომ 14 დღით დააპატიმრეს, რაც ფაქტობრივად სისხლის სამართლის სასჯელს უტოლდება, ეს იმაზე უარესია, ვიდრე მე რომ ხელყუმბარა მესროლეს წინა ხელისუფლების პირობებში“, - განაცხადა გელა მთივლიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930