გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ დოესში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

27-07-2026

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში შიდა სასოფლო გზის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.


დასრულებული სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.


პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 725 გრძივ მეტრ გზის მონაკვეთს. მოეწყო რკინა-ბეტონის კიუვეტები, ეზოებში შესასვლელები და დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.


განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა სოფლის მოსახლეობას უფრო უსაფრთხო, კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.

პროექტი კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031