გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა ხუბუა: კი მაგრამ, „ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა“ რანაირად მოახერხა, რომ ნაურუს რესპუბლიკას გაეუქმებინა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რომელიც 2009 წელს, „სააკაშვილის პროდასავლური რეჟიმის“ პირობებში მოახდინა?

29-07-2026

„კი მაგრამ, „ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა“ რანაირად მოახერხა, რომ ნაურუს რესპუბლიკას გაეუქმებინა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რომელიც 2009 წელს, „სააკაშვილის პროდასავლური რეჟიმის“ პირობებში მოახდინა?“, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, რომელიც ეხმიანება ნაურუს რესპუბლიკის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.


ხუბუას თქმით, „ივანიშვილის რუსული რეჟიმი“ პირიქით, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას უნდა ცდილობდეს.


„როგორ, კაცო, „ივანიშვილის რუსული რეჟიმი“ იმას არ უნდა ჩალიჩობდეს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონების დამოუკიდებლობა რაც შეიძლება მეტ სახელმწიფოს აღიარებინოს? და ამ დროს ვინც „სააკაშვილის პროდასავლური რეჟიმის“ დროს აღიარა, ისინიც აუქმებენ! მართლაც საკვირველნი არიან გზანი ჯო უილსონისანი და გიგა მაქარაშვილისანი!“, - წერს ჯაბა ხუბუა X-ზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031