გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ნაურუს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. აღიარების უკან გაწვევა არის არაღიარების პოლიტიკის რეალური შედეგი და საერთაშორისო სამართლის უზენაესობა

29-07-2026

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ნაურუს მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არაღიარების პოლიტიკისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების წარმატების დასტურია.


აბაშიძის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანმიმდევრული მუშაობის შედეგია და ადასტურებს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს.


„ნაურუს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. აღიარების უკან გაწვევა არის არაღიარების პოლიტიკის რეალური შედეგი და საერთაშორისო სამართლის უზენაესობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სწორი მუშაობით დასტურდება, რომ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა გლობალური წესრიგის ერთადერთი საფუძველია. ოფიციალური თბილისი მხოლოდ პოზიციას კი არ იცავს, არამედ მზადაა ნაურუსთან ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს და ახალი პარტნიორული არეალი გააფართოოს“, - წერს აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31