გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თუშეთში ზაფხულის სეზონზე უცხოელი ვიზიტორების ინტერესი მაღალია - სასტუმრო „გონთა“

29-07-2026

თუშეთში მიმდინარე ტურისტული სეზონი მაღალი აქტივობითა და ვიზიტორთა სტაბილურად მზარდი ნაკადით გამოირჩევა.


სასტუმრო „გონთას“ მფლობელის, დავით იდოიძის შეფასებით, ზაფხულის სეზონზე სასტუმრო  საშუალოზე მაღალი,  ცალკეულ დღეებში - სრული,100%-ანი დატვირთვითაც მუშაობს.


მიუხედავად ამისა, რომ სასტუმრო გასულ წელს გაიხსნა და ჯერჯერობით ინტერნეტში ან ჯავშნების ონლაინ პლატფორმებზე არ პოზიციონირებს.  ,გონთა” როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუმრებს აქტიურად მასპინძლობს.


„სტუმრებს შორის, შეიძლება ითქვას, უცხოელი მოგზაურები შედარებით ჭარბობენ. გვყავდა ვიზიტორები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და კორეიდანაც კი. რაც შეეხება ჯავშნებსა და მოლოდინებს, აგვისტო ტრადიციულად პიკური პერიოდია და ველოდებით, რომ ეს მაღალი დინამიკა სეზონის ბოლომდე შენარჩუნდება,“ -  აცხადებს დავით იდოიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031