გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

31-07-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.


დადგინდა, რომ ინდივიდუალური მეწარმე მ. ფ. (მარნეული, სოფელი კირიხლო), პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა.


მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარების მიღება, რაც სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვას ითვალისწინებს.


გამოვლენილი დარღვევის გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო სავალდებულო აღიარების მიღებამდე ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო, ფერმერთა ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი და უსაფრთხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო კონტროლს აქტიურად აგრძელებს.


სააგენტო ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31