გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვალერი ზალუჟნი: ყოველ წელს ვუსმენდი ზღაპრებს, რომ სულ მალე ნატო-ში შევიდოდით - სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით

4-08-2026

ზღაპრებს ნუ დაიჯერებთ, უკრაინა ნატო-ს წევრი ვერასდროს გახდება. შესაბამისი განცხადება დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვალერი ზალუჟნიმ კიევში, ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.


„ნატო-ს ძალიან კარგად ვიცნობ. 12 წელი ვმუშაობდი იმაზე, რომ ნატო-ს სტანდარტები დაგვენერგა და ყოველ წელს ვუსმენდი ზღაპრებს იმის შესახებ, რომ აი, სულ მალე ნატო-ში შევიდოდით. სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით“, - განაცხადა ზალუჟნიმ.


მისი თქმით, „შეუძლებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარების არსებული დონით შეუერთდე იმ ორგანიზაციას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებით ხელმძღვანელობს“.


„სავარაუდოდ, ნატო იმავე სახით დარჩება, როგორიც არის და 12 წელი გავა, ვიდრე უკრაინა იმ სტანდარტებს მიაღწევს, რომელიც აუცილებელია, რათა რუსეთის ფედერაციის დონის მინიმუმ ნახევარს მაინც გაუთანაბრდეს“, - აღნიშნა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31