გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი

4-08-2026

სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი სპორტულ კომენტატორ ტატო ბაციკაძის მიერ პრემიერ-მინისტრის წერილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და ბაციკაძეს წეროვანში ვიზიტს სთავაზობს, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ეტყვიან, თუ რა ხდებოდა რეალურად აგვისტოს ომის დროს.


კუჭაშვილი ინტერესდება, ბაციკაძე, მას შემდეგ, რაც წეროვანში მცხოვრები ხალხი დაუდასტურებს, თუ როგორ შეატოვა ოკუპანტებს ისინი სააკაშვილმა, როგორ მიატოვა იმდროინდელმა ხელისუფლებამ უპატრონოდ დაღუპულთა ცხედრები და როგორ ჩააბარა ასეულობით სოფელი დამატებით ოკუპანტებს, იმავე „გონორით“ გაიმეორებს თუ არა საკუთარ განცხადებას.


„ამ ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს პრემიერი და რატომაა პრემიერი მართალი. მოურიდებლად ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს მარტოდ-მარტო ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ გაიგეს ომის დაწყება ტელევიზიით, როგორ შეიცვალა საზღვრები და სეპარატისტებს გაუფორმა ახალგორი, როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს. მაინტერესებს, ბაციკაძე იგივეს გაიმეორებს იქ, რასაც ახლა აქ გონორით წერს?“, - წერს კუჭაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930