გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?

5-08-2026

თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს სოციალურ ქსელში მიმართავს.

საქმე ეხება მერაბ მეტრეველის ფეისბუკ სტატუსს, სადაც ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ქარდს გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „უკრაინელებმა 5 აგვისტოს ღამეს ვერცერთი რუსული ბალისტიკური რაკეტა ვერ ჩამოაგდეს“, რაზეც ჟურნალისტმა ტელეკომპანია გააკრიტიკა.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად იგივე შინაარსის ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო InterPressNews-მა, რომლის თანამშრომელიც თავად მერაბ მეტრეველია, ტელეკომპანია „იმედზე“ ადრე გამოაქვეყნა.

სწორედ აღნიშნულზე მიუთითა გურამ ნიკოლაშვილმა მერაბ მეტრეველს, რომ ნუთუ საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობს.

„მერაბ, საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ? ის ნიუსი გამახსენდა, კადიროვი და 100 ტონა ფქვილი“, - წერს ნიკოლაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031