გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
The Guardian: ლონდონის უზენაესმა სასამართლომ ბავშვებში სქესობრივი მომწიფების შემაჩერებელი წამლების კლინიკური კვლევის ჩატარების უფლება მისცა

5-08-2026

ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლის მიზანიც ბავშვებში სქესობრივი მომწიფების ბლოკერების კლინიკური კვლევის შეჩერება იყო. გადაწყვეტილების შედეგად, კვლევა, რომელსაც ლონდონის სამეფო კოლეჯი ხელმძღვანელობს, დაგეგმილი ვადების შესაბამისად დაიწყება, წერს The Guardian-ი.


გამოცემის ცნობით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ლონდონის სამეფო კოლეჯის სამეცნიერო კვლევის წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი დავა, რომლის ავტორებიც ამტკიცებდნენ, რომ პროექტს შესაძლოა ზიანი მიეყენებინა მონაწილეებისთვის.


კამპანიის მონაწილეებმა სცადეს შეეჩერებინათ დაგეგმილი კვლევა სქესობრივი მომწიფების ბლოკერების შესახებ, რომელსაც ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევრები გაუძღვებიან. თუმცა, მოსამართლე ჩემბერლენმა უარი თქვა განაცხადის დაკმაყოფილებაზე და აღნიშნა, რომ მათ არცერთ პრეტენზიას წარმატების რეალური შანსი არ ჰქონდა.


მოსამართლის განცხადებით, Pathways-ის კვლევაში ჩართული თითოეული პაციენტი „მრავალი თვის“ განმავლობაში შეფასდება სპეციალისტი ექიმების მიერ, რომლებიც „ჩამოაყალიბებენ მოსაზრებას იმის შესახებ, აქვს თუ არა ბავშვს მკურნალობიდან კლინიკური სარგებლის მიღების გონივრული პერსპექტივა“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31