გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: პრემიერის წერილი და ოპოზიციის ქმედებები გვახსენებს, როდესაც საქართველოში სისხლის ღვრა იყო, სააკაშვილი და მისი დამქაშები როგორ დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ თუ ეთერ-ეთერ და გვიხსნიდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთთან თანამშრომლობა

5-08-2026

„პრემიერის წერილი და ოპოზიციის ქმედებები კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას, ფორმალურად თავიანთ ქვეყანაში, ფორმალურად - იმიტომ, რომ აგენტს სამშობლო არ გააჩნია - როდესაც სისხლის ღვრა იყო, სრულიად 100%-ით მათი პოლიტიკიდან გამომდინარე, ბიჭების სისხლი არ იყო შეშრობილი მიწაზე, როდესაც ბატონი სააკაშვილი და მისი დამქაშები როგორ დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ თუ ეთერ-ეთერ და გვიხსნიდნენ, თუ როგორი მნიშვნელოვანია რუსეთსა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა, თუ როგორი მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლა და როგორი მნიშვნელოვანია ტურიზმი, თუ როგორი მნიშვნელოვანია რუსული ინვესტიციები. რუსულ ფულს თურმე სუნი არ უდის და უნდა შემოსულიყო ჩვენს ქვეყანაში რუსული ინვესტიციები. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ 80-მდე ობიექტი, სტრატეგიული ობიექტები, გაასხვისეს რუსულ კომპანიებზე“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.


როგორც მან განმარტა, ოპოზიციის რიტორიკა გარედან მოსული დავალებების შესაბამისად შეიცვალა, ვინაიდან, ისინი დავალების გარეშე ვერც ერთი მიმართულებით ვერ დგამენ ნაბიჯებს. აქედან გამომდინარე, კირცხალიას თქმით, ოპოზიციისთვის, დავალების მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გახდა რუსეთი ცუდი.


„ძალიან კარგად გვახსოვს შემდეგ მათი დამოკიდებულებები საერთაშორისო ასპარეზზე. კიდევ ერთხელ რეზოლუციას გავახსენებ (ევროსაბჭოს რეზოლუცია N1633) და არა მხოლოდ. ამ ყველაფრის შემდეგ, მათი რიტორიკა ვნახეთ ფორმალურად მათ ქვეყანაში, იმიტომ რომ ისინი არიან მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტაციით საქართველოს მოქალაქეები, როდესაც დაიწყო უკრაინაში ის სისხლისმღვრელი ომი, რომელიც უკვე მერამდენე წელია მიმდინარეობს. თურმე მაშინ, როდესაც ჩვენი დების, ძმების, მშობლების სისხლი იღვრებოდა, ვხედავდით 100%-ით რუსულ ქმედებას აღსრულების ნაწილში და მხოლოდ და მხოლოდ ანტირუსულ რიტორიკას. ახლა რას ვხედავთ? ისევ და ისევ, როგორც კი მოვიდა დავალება და არაერთხელ გვითქვამს, ისინი დავალების გარეშე ვერცერთ ნაბიჯს ვერ დგამენ ვერცერთი მიმართულებით - თურმე, უკრაინაში თუ მიმდინარეობს ომი, ჩვენ როგორ ვართ აქ? როგორ ვართ მშვიდობით? და თურმე, როგორი ცუდია რუსეთი მაშინ, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს ეს ომი. რა თქმა უნდა, ეს იყო პროპაგანდის მანქანის ერთ-ერთი ნაწილი, ის სცენარი, რომელიც მოვიდა, რომ ჩაეშალა აქაურ აგენტურას რეგიონში და მათ დაიწყეს ამ სცენარის მიხედვით მოქმედება. მაგრამ საბედნიეროდ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან სწორი განაჩენი გამოუტანა ამ აგენტურას და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის, იმიტომ რომ შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა იმ საგამოძიებო კომისიის შემდეგ, სადაც ძალიან ნათლად იყო ამათი აგენტურული საქმიანობა გამომჟღავნებული და არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ, ახალ შეერთებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების. ამ ყველაფრის შემდეგ და ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ბედავენ და გამოდიან, ცდილობენ, რომ დემოკრატიის მორალი წაუკითხონ საზოგადოებას. ყოველ დღე, დღითი დღე და განსაკუთრებით როდესაც ასეთი თარიღი (8 აგვისტო) ახლოვდება, კიდევ უფრო შესამჩნევი არის და კიდევ უფრო გამწვავებულია ის შეურაცხყოფა, რასაც ჩვენ ვისმენთ მათ მხრიდან. თუნდაც არ დაგვავიწყდეს იმ თარიღით აპელირება, არ დაგვავიწყდეს ის ბრძანებულება, როდის მოაწერა ბატონმა სააკაშვილმა ხელი, რომელი რიცხვი იყო, რომელ რიცხვში აღნიშნავდნენ ამ ყველაფერს და დღეს ასევე როგორ სპეკულირებენ ამ თემით. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ეს წერილი კიდევ ერთხელ იყო შეხსენება ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ რას ნიშნავს აგენტი, თუ რას ნიშნავს უსამშობლო და თუ რა იყო მათი სახე და რა არის მათი სახე დღეს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31