გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დარსალია: ზამთრის სეზონისთვის გუდაურში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს გუდაურის ტურისტული პოტენციალის გაზრდას

6-08-2026

„ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების მოზიდვას, ასევე გუდაურის ტურისტული პოტენციალის გაზრდას“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ, 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის გუდაურში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.


ლევან დარსალიას თქმით, 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის გუდაურში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.


„იგეგმება ორი ტრასის, ჯამური სიგრძით 7 500 მეტრი, გათოვლიანების სისტემით აღჭურვა. ასევე სნოუპარკის არეალში ორი ახალი, ბიგელის ტიპის, საბაგიროს, ჯამური სიგრძით 1 400 მეტრის, და 200-მეტრიანი გადახურული მოძრავი ხალიჩის მონტაჟი. ასევე იგეგმება ძველი საბაგიროების - „ხადასა“ და „სნოუპარკის“ - დემონტაჟი. ამასთან, ვგეგმავთ „ახალი გუდაურას“ ტრასის განათებას, რაც ხელს შეუწყობს ღამის სრიალის განვითარებას, ასევე ორი დამატებითი ტრასის - „ტატრა 3“-ისა და „კობი 3“-ის - მოწყობას, რომელთა ჯამური სიგრძე 6 კილომეტრია“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.

პროექტების ჯამური ღირებულება 31 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო მათი განხორციელება 15 დეკემბრამდე იგეგმება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31