გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: ამ ყველაფერს ერთი მიზანი აქვს, რომ როგორმე დავეტაკოთ რუსეთს, ქვეყანაში არ შემოვიდეს ტურისტი, დაიქცეს და დაინგრეს ქვეყანა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი და მტრობა შერჩება, სულ ტყუილად, სუსმა გამოძიება დაიწყო

6-08-2026

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული სავარაუდო საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.


მისი განცხადებით, გამოძიება ეხება ქმედებებს, რომლებშიც, მონაწილეობენ როგორც უცხოური სპეცსამსახურები, ისე „ადგილობრივი უსამშობლო აგენტურა“.


ფოჩხუა ასევე აღნიშნავს, რომ ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს საკვებში შარდს უმატებდნენ, ტყეში ტოვებდნენ და მათ მიმართ სხვა სახის არასათანადო მოპყრობა ხდებოდა.


„არ ჩერდებიან არა. ამჯერად სუსმა დაიწყო გამოძიება საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟზე, რომელშიც მონაწილეობენ როგორც უცხოური სპეც.სამსახურები, ისევე ადგილობრივი უსამშობლო აგენტურა. ვრცელდება ყალბი ინფორმაციები, თითქოს აქ ჩამოსულ ტურისტებს საჭმელში უშარდავენ, ტყეში ტოვებენ და ა.შ. ამ ყველაფერს ერთი მიზანი აქვს, რომ როგორმე დავეტაკოთ რუსეთს, ქვეყანაში არ შემოვიდეს ტურისტი, დაიქცეს და დაინგრეს ქვეყანა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი და მტრობა შერჩება, სულ ტყუილად. სუსმა გამოძიება დაიწყო და დამნაშავეები სულ მალე კანონის წინაშე აგებენ პასუხს“, - წერს ნინო ფოჩხუა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31