გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყაზახურ მედიაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში სტატიები მომზადდა

7-08-2026

ყაზახეთის წამყვან ონლაინმედიაპლატფორმებზე საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ვრცელი სტატიები გამოქვეყნდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, პუბლიკაციები განთავსდა ყაზახეთის ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს- და ეკონომიკურ პორტალზე InBusiness.kz, ასევე პოპულარულ საინფორმაციო პლატფორმებზე NewsDesk.kz და QAZ-News.kz. 


სტატიებში დეტალურადაა წარმოდგენილი საქართველოს ტურისტული პროდუქტები, კულტურული მემკვიდრეობა და არქიტექტურა, ასევე თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ისტორიული უბნები და ტურისტულად საინტერესო ადგილები. ყაზახი ჟურნალისტები აღწერენ კახეთს, იმერეთს, რაჭას, აჭარას, გურიას, სვანეთს, წყალტუბოს, მცხეთა-მთიანეთს, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებსგუდაურს, ბაკურიანს, გოდერძისა და მესტიას.


ყველა ქვეყანას აქვს თავისი იმიჯი. საქართველოს ხშირად წარმოიდგენენ ცნობილი კულინარიით, ღვინით, ქართული სუფრით, შავი ზღვითა და მთებით. ეს ყველაფერი ნამდვილად ამ ქვეყნის ხასიათის ნაწილია, მაგრამ საკმარისია აქ ერთხელ მაინც ჩამოხვიდეთ, რომ მიხვდეთ: საქართველო ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ჩვეულებრივი ღია ბარათები და ტურისტული მარშრუტები. საქართველო არ არის მარშრუტი, რომელიც შეგიძლიათ თავიდან ბოლომდე გაიაროთ, ეს არის ქვეყანა, სადაც ხელახლა დაბრუნება გინდათ, რათა ყოველჯერზე ახალი ადგილები, ტრადიციები და ისტორიები აღმოაჩინოთ“,-ასე აღწერენ ყაზახი ჟურნალისტები საქართველოს.


გამოცემები წერენ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებს შორის პირდაპირი ფრენები სრულდება ასტანიდან, ალმათიდან, აქტაუდან, ატირაუდან და შიმკენტიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო კამპანია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყაზახეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31