გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიგი წერეთელი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პერიოდზე: მე არასდროს მახსოვს, მე პირადად, ან ჩემს ირგვლივ, რბილი განცხადებებით რომ გამოირჩეოდა ვინმე რუსეთის მიმართ

7-08-2026

ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა მკაცრი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გიგი წერეთელი პასუხობს და ამბობს, რომ არ ახსოვს მაშინ რუსეთის მიმართ ვინმეს რბილი განცხადებები გაეკეთებინოს.


საუბარია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წერილზე, რომელშიც ის ხაზს უსვამს, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა.


„მე არასდროს მახსოვს, მე პირადად, ან ჩემს ირგვლივ რბილი განცხადებებით რომ გამოირჩეოდა ვინმე [რუსეთის მიმართ]. იყო ისტორიული პერიოდი, როდესაც მთელი მსოფლიო ფიქრობდა ამას“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930