გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბერლინში შიშველ ველოსიპედისტთა მსვლელობა გაიმართა – პოლიციის თქმით, დედაქალაქის ხალხმრავალ ადგილებში შიშველი ხალხის გადაადგილების მიუხედავად, შეკრების თავისუფლების ფარგლებში, მსვლელობის ჩატარება მაინც შეიძლებოდა

10-08-2026

კვირას ბერლინში პირველად გაიმართა „ველოსიპედით შიშველი მსვლელობის მსოფლიო დღე“. მონაწილეების განცხადებით, ისინი თავისუფლების, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების მხარდასაჭერად გამოდიან, ამიტომაც ქალაქის ქუჩებში ტანსაცმლის გარეშე გადაადგილდებიან.


გერმანული მედიის ცნობით, ამ დღის აღსანიშნავად, ბერლინის ქუჩებში ველოსიპედით ასობით ადამიანი შიშველი გადაადგილდებოდა.


ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ აქციის მიზანია ადამიანის სხეულის მრავალფეროვნების წარმოჩენა და არა ერთგვაროვნების მხარდაჭერა.


პოლიციის ინფორმაციით, ღონისძიებაში დაახლოებით 500 ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ველოტური, მიუხედავად იმისა, რომ მისი მონაწილეები დედაქალაქის ხალხმრავალ ადგილებში შიშვლები იყვნენ, მაინც შეიძლებოდა ჩატარებულიყო, რადგან მსვლელობა შეკრების თავისუფლების ფარგლებში ხვდება. „ჩვენ გვაქვს შეკრების საკმაოდ ფართო უფლება და ეს ღონისძიება შეკრების თავისუფლების ფარგლებში ხვდება“, -განაცხადა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელმა კათოლიკურ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930