გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

10-08-2026

შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე თ. ჭ.-ის (მისამართი: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. ამასთან, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.


გამოვლენილი დარღვევების გამო მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.


სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას. სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ და არ აწარმოონ სურსათი შესაბამისი აღიარებისა და რეგისტრაციის გარეშე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031