გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააკაშვილმა ბარამიძის განცხადებას „სრული სისულელე“, ხოლო სალომე ზურაბიშვილს „სამარცხვინო ქალი“ და „საქართველოს ნამდვილი მტერი“ უწოდა

12-08-2026

ჩემი უძველესი მეგობრის, გია ბარამიძის ნათქვამი სრული სისულელე, მართლაც არ იყო არავისთვის სასიამოვნო და გიამ ბოდიში მოიხადა კიდევაც, მაგრამ გარდა რეჟიმის მიერ სისხლის სამართლის პიარული საქმის დაწყებისა იმ განცხადებაზე, რომელიც 10 დღის თავზე გაახსენდათ ჩვენი წარმატებული ყრილობის გადასაფარად, იმ "ოპოზიციონერების" აღტკინება უფრო გაუგებარია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ამ სამარცხვინო ქალს, საქართველოს ნამდვილ მტერს, უპირობო ლიდერად და ქართველი ხალხის გადამრჩენად მოიხსენიებდით და ქება დიდებას არ აკლებდნენ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჯამად პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკასვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ყველანაირ ფარისევლობას აქვს საზღვარი და ყველამ თავის თავში ჩაიხედოს.

თან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, კარგა ხანია რაც ამხილა ქოც-რუსების და მათი დასმული სალომეს ტყუილი, როცა ნათლად ჩაწერა დასკვნაში, რომ ქართულ მხარეს ომის კანონები არ დაურღვევია. (და უდანაშაულო მოსახლეობის დაბომბვა, რასაც მოღალატეები გვაბრალებენ, სწორედაც რომ ომის დანაშაულია)“ - წერს სააკაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31