გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ იოსელიანი:  ანაკლიაში დაიწყო ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები -  პარამეტრები გულისხმობს 17.5 მეტრამდე ფსკერის დაღრმავებას და დაახლოებით 1400 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელის მშენებლობას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას,  დიდი ტვირთამწეობის გემები მივიღოთ

12-08-2026

„ჩვენ დღეს ვიმყოფებით სამშენებლო მოედანზე, სადაც უკვე დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აქტიური სამშენებლო პროცესი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მიმდინარე სამუშაოებს მინისტრის მოადგილე ადგილზე გაეცნო.


როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოებს ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. ახორციელებს.


„Jan De Nul N.V.-ის ფლოტში შემავალი გემი უკვე შემოვიდა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და დაიწყო ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები. აღნიშნულ გემს ასევე შემოუერთდება უფრო დიდი ზომის გემი აგვისტოს ბოლოსკენ, რომელიც გააგრძელებს აღნიშნულ სამუშაოებს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


სამუშაოების მიმდინარე პროცესს მინისტრის მოადგილე შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორ ზურაბ სიჭინავასთან და კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორ ტიმ დევოლდერთან ერთად გაეცნო. როგორც აღინიშნა, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.
„როგორც მოგეხსენებათ, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის პარამეტრები გულისხმობს 17.5 მეტრამდე ფსკერის დაღრმავებას და დაახლოებით 1400 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელის მშენებლობას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მივიღოთ დიდი ტვირთამწეობის გემები, რომლებიც შავ ზღვაში დაცურავენ", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31