გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე: იგივე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც ჩაკეტეს სამაჩაბლოსთან ეკონომიკური ხიდები, აჟიოტაჟს აგორებენ აფხაზეთში კანონის ფარგლებში, კერძო სექტორის მიერ საწვავის მიწოდებაზე, „ნაცების“ მოსვლამდე არსებობდა ნამდვილი სახალხო ნდობა

14-08-2026

„იგივე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც წარსულში უალტერნატივოდ ჩაკეტეს სამაჩაბლოსთან ეკონომიკური ხიდები, ახლა აჟიოტაჟს აგორებენ აფხაზეთში კანონის ფარგლებში, კერძო სექტორის მიერ საწვავის მიწოდებაზე“, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, „ნაცმოძრაობის” მმართველობამდე არსებობდა სახალხო ნდობა, რომელიც ახლა ზოგიერთებისთვის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის საგანია.


„სახალხო ნდობისა და ადამიანური ურთიერთობების დამქცევები დღეს მორალს გვიკითხავენ. იგივე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც წარსულში უალტერნატივოდ ჩაკეტეს სამაჩაბლოსთან ეკონომიკური ხიდები, ახლა აჟიოტაჟს აგორებენ აფხაზეთში კანონის ფარგლებში, კერძო სექტორის მიერ საწვავის მიწოდებაზე. არადა, ნაცების მოსვლამდე ცხინვალელები ჩამოდიოდნენ და ციტრუსი „ნისიად“ გაჰქონდათ მათ შორის ჩემი ოჯახიდანაც. არსებობდა ნამდვილი, სახალხო ნდობა, რომელიც ახლა ზოგიერთებისთვის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის საგანია“, - წერს ცოტნე ანანიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930