გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„არმია“ საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონი მეორედ გახდა

17-08-2026

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდმა - „არმია“ საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბათუმის ქვიშის არენაზე გამართული ჩემპიონატის ფინალში „არმია“ ბათუმის სპორტული ცენტრის გუნდს შეხვდა და ანგარიშით - 4:3 დაამარცხა. ფინალური თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

 

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულ „არმიას“ ჩემპიონატის გარდამავალი თასი და მედლები აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ირაკლი თოთლაძემ და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ივანე მაისურაძემ გადასცეს.  ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ „არმიის“ მეკარე, კაპრალი ვახტანგ ტერუნაშვილი დასახელდა, ხოლო საუკეთესო მოთამაშის ტიტული „არმიის“ ფეხბურთელმა გიორგი ქურდაძემ მოიპოვა. 

 

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონის ტიტულის მოგებით, „არმიამ“ მომავალ წელს პორტუგალიაში დაგეგმილი ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031