გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე დავით საყვარელიძის განცხადებაზე: რეალობას აცდენილები რომ იყვნენ, ერთგვარი აღიარებაა - ომობანას თამაში ეგონათ ისე, რომ ხალხზე, ჯარისკაცებზე და ქვეყანაზე არ უფიქრიათ

23-08-2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნის დავით საყვარელიძის მიერ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.


ანანიძის შეფასებით, საყვარელიძის მხრიდან აღიარებაა ის, რომ ომი „ნაცმოძრაობას“ თამაში ეგონა და პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად, მათ ქვეყანაზე არ უფიქრიათ.


„რეალობას აცდენილები რომ იყვნენ, ერთგვარი აღიარებაა. ომობანას თამაში ეგონათ ისე, რომ ხალხზე, ჯარისკაცებზე და ქვეყანაზე, პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად, არ უფიქრიათ“, - წერს ანანიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31