გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფერმერები წელსაც სიმინდის მაღალი ხარისხის მოსავალს ელოდებიან

25-08-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი , მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს. შეწამვლის პარალელურად, სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები, უკვე დამუშავებულ ფართობებში მონიტორინგს ატარებენ.


აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სიმინდის ნათესებში მავნებლის დაზიანება არ აღინიშნება და ფერმერები წელსაც უხვ და ხარისხიან მოსავალს ელოდებიან.


მიმდინარე წელს, ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მავნებლის გავრცელების კერებში, სააგენტოს სპეციალური ტექნიკით 34 500 ჰექტარამდე ფართობი დამუშავდა. მავნებლის იდენტიფიცირების და დროულად რეაგირებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულია მონიტორინგის სისტემები და სპეციალური „მოიზიდე და გაანადგურე" სადგურები. უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით მოქმედებს მოსახლეობის ინფორმირების სისტემა. ღონისძიებები ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინაციით ხორციელდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930