გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ შარმანაშვილი ფავლენიშვილსა და შენგელიას მიერ ლარსზე გამართულ ბრიფინგზე: ამათ მრჩეველი არავინ ჰყავს? ნაციონალები ლარსთან სააკაშვილის მიერ რუსების საქართველოში მოწვევასთან და საჩუქრების ჩუქებასთან არიან ასოცირებული

25-08-2026

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის ბესო შენგელიას მიერ ლარსის გამშვებ პუნქტზე გამართულ ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმიანება.


შარმანაშვილი ფავლენიშვილსა და შენგელიას „მეორე რიგის ნაციონალებად“ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ თავიანთი ქმედებებით “ნაცმოძრაობის” ძველ იარებს ხელახლა აშიშვლებენ იმ ფონზე, როდესაც ისინი რუსებისთვის საჩუქრების ჩუქებასა და მათ მოწვევასთან არიან ასოცირებულები.


„ამ ხალხს მრჩეველი არავინ ჰყავს ? „ნაციონალები“ ლარსთან სააკაშვილის მიერ რუსების საქართველოში მოწვევასთან და საჩუქრების ჩუქებასთან არიან ასოცირებული და ეს მეორე რიგის ნაციონალები მათ ამ იარას კიდევ ერთხელ აშიშვლებენ ? კარგია, რომ არ ავიწყებთ ამ ამბებს ხალხს. შემდეგი ბრიფინგი რუსებისთვის გადაცემულ ენერგოობიექტებთან ჩაატარეთ“, - წერს შარმანაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031